ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 9
10.09. 2021
დღის წესრიგი:
1. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანის დამტკიცება.
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად
განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:
საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს წევრები :
ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორები:
ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.
ასოცირებული პროფესორები:
მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, ნინო ლაბარტყავა.
განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:
პროფესორი:
ქეთევან ჭკუასელი
ასოცირებული პროფესორი :
ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი
კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18 წევრი
განიხილეს:
1. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების შეტანა
ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში შესულისი ცვლილებება. კერძოდ, სამაგისტრო პროგრამამ „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია" - გაიარა აკრედიტაცია და, შესაბამისად, მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარს დაემატება ახალი აკრედიტებული პროგრამა. პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პროგრამა მიიღებს 10 სტუდენტს
ფაკულტეტის საბჭომ ჯენჭი უყარა წინადადებას, შევიდეს ცვლილება ანკეტა-კითხვარში - ახალაკრედიტებული სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.
მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა- კითხვარში შესული ცვლილება.
საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე
საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია